ვანო ხოჯაბეგოვი - ყასბები |
[25 ივნისი, 1885 წ. გაზეთი „დროება“]
★ „გუშინ წინ, ერევნის მეიდნიდამ ბაზარი ვერაზედ გადაიტანეს. მოვაჭრენი ვინც თავის ნებით არ მიდიოდნენ, ყაზახები ძალის ძალად ერეკებოდნენ.
ურმები და პოვოზკები რომ გარეკეს ვერაზედ, ეს კიდევ ჰო, მაგრამ კვერცხისა, ქათმის და მაწვნის გამყიდავებიც რომ თან მიაყოლეს - ეს კი ვერაფერია. წარმოიდგინეთ, სოლოლაკში მცხოვრებელს რომ ერთი ქილა მაწონი უნდოდეს, ვერაზედ უნდა წავიდეს.
ჩვენის აზრით, რაც წვრილმანი ნაწარმოების გამყიდველებია, ისევ ძველს ალაგს უნდა დაეტოვებინათ, რადგანაც ქალაქის შუა-გული ადგილია და სოლოლაკის მცხოვრებლებს ერთი აბაზის კვერცხის საყიდლად ვერაზედ წასვლა არ მოუხდებოდათ“.
***
[13 ივლისი, 1885 წ. გაზეთი „დროება“]
***
[25 ივლისი, 1885 წ. გაზეთი „დროება“]
ეს „საქმე“ უეჭველია მედუქნეებს ხელს მისცემს, რადგან სოფლელებმა მხოლოდ ვერის ხიდის მოედანზედ უნდა ჰყიდონ თავიანთ ნაწარმოები და ამ მოედანზედ წასვლა თბილისელებს ძალიან ეზარებათ. მედუქნეებს კი ხელს მისცემთ, მაგრამ ქალაქის ხალხს ხელს მისცემს თუ არა, - რა მოგახსენოთ.
ესეც ერთი ნაყოფი ერევნის მოედანზედ, შუა-ქალაქში, ბაზრის გაუქმებისა“.
***
[17 აგვისტო, 1885 წ. გაზეთი „დროება“]
***
[27 აგვისტო, 1885 წ. გაზეთი „დროება“]
***
[27 აგვისტო, 1885 წ. გაზეთი „დროება“]
ქალაქის გამგეობამ შეიწყნარა ეს საჩივარი და მოახდინა განკარგულება, რომ ქათმები, რძე და კვერცხი იყიდებოდეს თავად მუხრან-ბატონის სახლის ეზოში, რომელიც იარმუკაზეა“.