დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც სარეკლამო სფეროში კოლოსალური თანხები იხარჯება, ალბათ გასაკვირია, თუ რა მარტივი მეთოდებით ცდილობდნენ წარსულში მეწარმეები საკუთარი პროდუქტითა და სერვისით კლიენტის დაინტერესებას.
Showing posts with label გამოცემები. Show all posts
Showing posts with label გამოცემები. Show all posts
![]() |
| ძველი ქართული რეკლამა • კარიკატურა |
რესპონდენტი: გიორგი ჭეიშვილი – ჟურნალისტი, ძველი თბილისის მკვლევარი
ავტორი: მარიამ ჩოჩია
„1001 ზღაპარი საქართველოზე“ - წიგნი, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ცნობებს და რიგითი ადამიანების თავსგადამხდარ რეალურ ისტორიებს ამოიკითხავთ.
🎥 ანა მასხარაშვილის სიუჟეტი
![]() |
| „1001 ზღაპარი საქართველოზე“ - გიორგი კეკელიძის რუბრიკა | 10.09.2019 |
★ „1001 ზღაპარი საქართველოზე“ - გიორგი კეკელიძის რუბრიკაში. წიგნი, რომელშიც მე-19 საუკუნის საქართველოზე ცნობებსა და რიგითი ადამიანების რეალურ ისტორიებს მოიცავს.
სტუმარი: გიორგი ჭეიშვილი - ჟურნალისტი/ძველი თბილისის მკვლევარი.
![]() |
| #სახლისკენ - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, 10.09.2019 |
★ რა ამბებს აცნობდა ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია“ მაშინდელ საქართველოს! საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მომხდარი ცნობები და რიგითი ადამიანების თავსგადამხდარი ისტორიები!
გიორგი ჭეიშვილის ტრილოგია „1001 ზღაპარი საქართველოზე“
გადაცემაში „სახლისკენ“ აღნიშნულ ტრილოგიაზე, მისმა ავტორმა, ჟურნალისტმა და ძველი თბილისის მკვლევარმა, გიორგი ჭეიშვილმა ისაუბრა.
![]() |
| პიკის საათი - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, 24.05.2019 |
★ ტრილოგია „1001 ზღაპარი საქართველოზე“ მეფეების კი არა, ჩვენი ხალხის, რიგითი მოქალაქეების ისტორიაა, რომლებსაც იმდენად ცოცხალი, ქარიზმატული და გამორჩეული გმირები ჰყავთ, რომ მათზე რომანების დაწერაც შეიძლება.
პირველ ტომში 1886-1890 წლების 333 ამბავია შესული.
ჩვენთვის უცხო და უცნობი ამბები, ერთი შეხედვით, იმ ეპოქაზე მოთხრობილ ზღაპრებს ჰგავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზღაპრის ბოლო აუცილებლად კეთილია, რადგან ადამიანის ცხოვრება ხშირად შემაძრწუნებელი, სახიფათო და წარმოუდგენელი მოვლენებითაა სავსე. სამაგიეროდ ენა, რომლითაც ეს ამბებია მოთხრობილი, ნამდვილად ზღაპრულია და იმ შორეულ, მრავალეთნიკურ და ჭრელ ქვეყანაში მომხდარ დაუჯერებელ მოვლენებს ასახავს, რომელსაც მაშინ საქართველო წარმოადგენდა.
სტუმარი: გიორგი ჭეიშვილი - ჟურნალისტი/ძველი თბილისის მკვლევარი
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
ილიასი არ იყოს, ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიაა, რომელიც არ ცნობს და შესაბამისად, არც იცნობს უბრალო ხალხს, მათ ყოველდღიურობას, იშვიათ მოვლენებს, მათი ცხოვრების წესს, ტრადიციებს, თავგადასავლებს, ან თუნდაც უბრალო ამბებს.
ჩვენი უახლოესი წინაპრების ისტორია, მათთან დაკავშირებული ამბები, დაკარგული განძია. თუკი მათი ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკას თუნდაც ზედაპირულად გადავავლებთ თვალს, პირველ ყოვლისა, ბებია-ბაბუების, დიდედებისა და პაპების მონათხრობი ამბები და ფრაზები გაგვახსენდება და ჩვენი წარსულის ფაზლის ნამსხვრევები ნელ-ნელა მეხსიერების კუთვნილ ადგილებს მოერგება.
![]() |
| 1001 ზღაპარი საქართველოზე - ტომი I |
ამ ადამიანების ისტორიებში ჩანს ისიც, თუ როგორ სრულდებოდა XIX საუკუნე და რა მოლოდინი ჰქონდათ ახალი საუკუნის მიმართ. თუმცა, ისინი ალბათ ვერ იფიქრებდნენ, რომ გაივლიდა კიდევ რამდენიმე წელი და რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. სამწუხაროდ, მალევე, საბჭოთა წითელი არმია გააქრობს ამ ხალხს ისტორიიდან, რადგან საბჭოთა კავშირს ეს ადამიანები, ან მათი ამბები კი არა, საბჭოთა მოქალაქეები – ამხანაგები სჭირდებოდა.
ტრილოგია „1001 ზღაპარი საქართველოზე“ 1886-1900 წლების ადამიანების, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მომხდარ წარმოუდგენელ ამბებს აერთიანებს, რომლებსაც, თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიას“ ფურცლებზე აცნობდა მკითხველს.
![]() |
| 1001 ზღაპარი საქართველოზე - ტომი II |
ეს ამბები მეფეების კი არა, ჩვენი ხალხის ისტორიაა, რომელსაც იმდენად ქარიზმატული და გამორჩეული გმირები ჰყავს, რომ მათზე რომანების დაწერა შეიძლება.
ჩვენთვის უცხო ეს ისტორიები, ერთი შეხედვით, იმ ეპოქაზე მოთხრობილ ზღაპრებს ჰგავს. ეს არ ნიშნავს, რომ მათი ბოლო აუცილებლად კეთილია, თუმცა ენაც კი, რომლითაც მრავალეთნიკურ, ჭრელ, ერთდროულად – ევროპულ და აზიურ ქვეყანაში მომხდარი ამბებია მოყოლილი, ნამდვილად ზღაპრულია.
![]() |
| 1001 ზღაპარი საქართველოზე - ტომი III |
იმედი მაქვს, რომ ამ სერიაში ყოველი მკითხველი მისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავ ისტორიებს იპოვნის და შეიყვარებს. მითების, ღმერთებისა და ლეგენდების სამყაროში ხომ მთავარი ღირშესანიშნაობა არა ბუნება, არამედ ადამიანები და მათ თავს გადამხდარი დაუჯერებელი ამბებია.
![]() |
| ტრილოგია - 1001 ზღაპარი საქართველოზე |
პირველ ტომში 1886-1890 წლების 333 ამბავია შესული; ტრილოგიის მომდევნო ორი ტომი [1891-1895] და [1896-1900] წლებში მომხდარ ამბებს აერთიანებს და შესაბამისად, ივნის-ივლისში გამოიცემა.
P.S. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ფრაზა, ან სიტყვა, რომელიც მკითხველმა არაპოლიტკორექტულად, ან შეურაცხმყოფლად შეიძლება მიიჩნიოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ტერმინები და ფრაზებია. წიგნში მათი უცვლელად გადატანა არავის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად.
შემდგენელი - გიორგი ჭეიშვილი
★ ნესტან კვინიკაძე „შაბათის შუადღეში“ სერია „თან საკითხავის“ ფარგლებში გამოცემული წიგნის - „ძველი ქართული რეკლამა“ შესახებ.
„მარტო ამ წიგნს რომ გაყვე, შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმს გაამზადებ“
წიგნში თავმოყრილი უნიკალური მასალა ჩვენი წინაპრების რეკლამისადმი დამოკიდებულებასა და საუკუნის წინანდელ ტენდენციებს ასახავს.
★ „ვინ არ იცის ჩვენს დროში განცხადებათა მნიშვნელობა? ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს, ვითარცა „პური ჩვენი არსობისა“, - გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897 წელი...გიორგი ჭეიშვილის მიერ წიგნად გამოცემული ძველი ქართული რეკლამები...
![]() |
| „წიგნის დრო“ - ძველი ქართული რეკლამა, 13.07.2018 |
★ „კახეთის ნამდვილი
ღვინო ძმობა“, „ამერიკის ავტომობილები
ბენზინით მოძრავი“, „ველოსიპედები ბენზინის
მატორებით“, „ევლად
იანკოვსკის კაფელის
ფეჩები, ღუმელები
სამზარეულოს პლიტები
რკინისა და
კაფელისა“,
“საკერავი მაშინები
ნამდვილი „ზინგერისა”.
„წიგნის მაღაზია „გუტენბერგერში“ იყიდება სახელმძღვანელოები და სხვა და სხვა წიგნები, ვინც ბევრ წიგნს იყიდის ერთბაშად, პროცენტები დაეთმობათ“ - ეს კიდევ ერთი სარეკლამო განცხადებაა 1902 წლის „ცნობის ფურცელიდან“...
წინა საუკუნეების ქართული
გაზეთებიდან ერთად თავმოყრილ
ყველა ამ
სარეკლამო განცხადებას, გამომცემლობა
„არტანუჯის“ გამოცემა - „ძველ
ქართულ რეკლამაში” შეხვდებით.
სტუმარი: გიორგი ჭეიშვილი - ჟურნალისტი/ძველი თბილისის მკვლევარი
დათო გორგილაძე - „საქმიანი დილა“ თანაწამყვანი
დათო გორგილაძე - „საქმიანი დილა“ თანაწამყვანი
ნინია მაჭარაშვილი - „საქმიანი დილა“ თანაწამყვანი
★ „საქვეყნოდ ცნობილ ინგლისურ გაზეთ „ტაიმსის“ (Times) გამომცემელმა თავისს ქალს მზითვად მისცა გაზეთის მხოლოდ ერთი სვეტი განცხადებათა (ჩვენებურს სასიძოებს ეგ გარემოება სასაცილოდ არ ეყოფათ!) და უმდიდრეს საცოლედ ითვლებოდა. წელიწადში ქალს ერთი სვეტიდან შემოუდის 5.700 – 5.800 გირვანქა სტერლინგი (ჩვენებურ ფულზე 57.000 – 58.000 მან.) და ეგ შემოსავალი ყოველ წლიური და საშვილისშვილო, – თითქმის 2 მილიონი მან. თანხის სარგებელია! ოღონდაც რომ კარგი მზითევია! თუ ამერიკელნი დროს ფულს უძახიან, განცხადებას მოგება უნდა ეწოდოს!“, - გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897 წ.
***
რძის ფქვილი „ნესტლესი“, ბენზინით მოძრავი ველოსიპედები, საღეჭი კამფეტი - „გუმმი პეპსინი“, ფხვნილი თმის და ბალნის მოსაცილებლად, საქალებო მაღაზია პორტუგალოვისა, სრულიად უშიშარი შვედური სპიჩკები, საკერავი მაშინები „ზინგერისა“, თუთიყუშები სტამბოლიდგან და ოქროს ფერი თევზები, ფრენა ჰაეროსტატით – მართალია, რეკლამამ ხასიათი იცვალა, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, რეკლამის დამკვეთები მედიას ისევე აქტიურად იყენებდნენ, როგორც დღეს.

„ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს, ვითარცა პური ჩვენი არსობისა“ - ასე ფიქრობდნენ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქართველი მედია-მენეჯერები. მათ მიაჩნდათ, რომ სარეკლამო განცხადების გარეშე არაფერი კეთდება.
ძველად, როცა ეს სარეკლამო განცხადებები იქმნებოდა, ამბობდნენ:
„ისეთი არა არის რა ცხოვრებაში, რომ ამა თუ იმ საშუალებით განცხადებას არ საჭიროებდეს“.
წინამდებარე ტექსტიც ავტორის განცხადებად ჩათვალეთ, წიგნისდა სასარგებლოდ და თქვენდა საყურადღებოდ...
წიგნის ავტორი/შემდგენელი: გიორგი ჭეიშვილი
• ერთი ამბავი •
გამოცემები
ერთი ამბავი
ინტერვიუ
ლიტერატურული ქალაქები
მადათოვის კუნძული
მოგონებები ფიროსმანზე
მულტიმედია
პერსონაჟი
პირველი რესპუბლიკა
საბჭოთა თბილისის ქრონიკები
სტატია
სტუმრად ტფილისში
სხვადასხვა
ტფილისის ბუკინისტები
ტფილისური ლეგენდა
ტფილისური ტრადიციები
უცხოელი მოგზაურები ტფილისზე
ქალაქზედ
ჩანაწერები
ძველი თბილისის აშუღები
ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა
ძველი პრესა
ძველი ქართული რეკლამა
პოპულარული პოსტები
-
ვანო ხოჯაბეგოვი - მეთულუხჩე „ტფილისის პოლიცმეისტერი აცნობებს ტფილისის გუბერნატორს, რომ გასულს 1895 წელს ტფილისში სულ 162, 351 მცხოვრებე...
-
★ ყარაჩოღელთა სადღეგრძელოები ყოველთვის კაფიად იყო თქმული: უცები, მოსწრებული და დროის შესაფერი. პირდაპირ საკვირველია, რომ ეს უანბანო ლოთე...
-
★ „ ყარაჩოღელი! კინტო! ხშირად კინტოსა და ყარაჩოღელს ერთმანეთში ურევენ. ჩვენ, ძველი თბილისის სინიდისის შენარჩუნებისათვის, ამ ორ ტიპს განვ...
-
მადათოვის კუნძული ★ ძნელად თუ მოიძებნება ადგილი ტფილისში, იმაზე მისტიკური, ვიდრე მადათოვის კუნძული. კუნძული, პრაქტიკულად, ლეგენდადაა...
-
★ გურამ დოჩანაშვილის რომანში - „სამოსელი პირველი“, მაგიური რეალიზმი გამოიხატება იმით, რომ აქ სამყარო შეტრიალებულია; ანუ, ჩვენ რომ ქართვე...
-
ლადო გუდიაშვილი, კონტოების ქეიფი ქალთან, 1919 წ. ★ „რად მიყვარხარ?.. რომ ვიცოდე, განა-კი მეყვარები? იმიტომ, რომ ამ სიცოცხლის ღერძი ხარ და ეს...
-
საქართველოს რესპუბლიკის დროშის ესკიზი | ავტორები: იაკობ ნიკოლაძე, იოსებ შარლემანი, 1918 წ. ★ საქართველოს ეროვნული საბჭ...























