ერთი რეკლამის ამბავი |

სხვა-და-სხვა ხასიათის მელოტი, კარიკატურა, 1902 წ.
„ვინ არ იცის ჩვენს დროში განცხადებათა მნიშვნელობა? ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს, ვითარცა „პური ჩვენი არსობისა“, - გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897 წ.
***

 „ჩვენ შევიტყეთ, რომ ზოგიერთები მოტყუებულან და ნამდვილი გონებიათ ის მელოტობის წამალი, რომლის გამოცხადება თითქმის ყველა თფილისის გაზეთებში და, სხვათა შორის, ჩვენს გაზეთშიაც იბეჭდება.

ამბობენ, მარტო სამეგრელოდამ უკანასკნელ ასმა კაცმა გამოგზავნა ლანკოს მაღაზიაში ფულები და ეს წამალი მოითხოვესო.

ძველი ქართული რეკლამა, გაზეთი „დროება“, 1876 წ.
ვსწუხვართ, თუ ძალა-უნებურად ზოგიერთი ჩვენი ადვილად-მორწმუნე მკითხველთაგანი უბრალო ხარჯში შევიყვანეთ. 

საქმე იმაშია, რომ რედაქცია სრულიად ვალდებული არ არის, რომ ყველა ის განცხადება, რაც გაზეთის მეოთხე ფურცელზე იბეჭდება, შეამოწმოს, დარწმუნდეს - ნამდვილია თუ არა, და მერე დაბეჭდოს. არც ერთს რედაქციას არ შეუძლიან ამის კისრვა.

ის განსაზღვრულ ფასს იღებს ყოველ განცხადების დაბეჭდვაში და ამით კმაყოფილდება; ზოგიერთი გაზეთების უმთავრესი შემოსავალი ამ განცხადებებიდამ არის და ის სრულიად პასუხის-მგებელი არ არის იმაში, რაც ამ განცხადებებში იბეჭდება.

გამოცდილი მკითხველი, რასაკვირველია, იმ წამსვე მიხვდება - რა არის მართალი ამგვარ განცხადებებში და რა არა. და რადგან ზოგიერთი ჩვენი მკითხველები მოტყუებულან, მაშასადამე ამით შემდეგში, თმას თუ ვერა, გამოცდილებას მაინც შეიძენენ და მერე ასე ადვილად, იმედია, აღარ მოტყუვდებიან“, - გაზეთი „დროება“, 1876 წ. 

გიორგი ჭეიშვილი