ნიკო ფიროსმანი |
„მოსკოვის გაზეთში“ დაბეჭდილია, რომ თბილისში სცხოვრობს სწავლა მიუღებელი სახალხო მხატვარი ფიროსმანაშვილი, რომელსაც ნიჭი ეტყობა. ეს მხატვარი მარტო დუქნებში, ხატავს კედლებზე სხვა და სხვა სურათებს. ამ მხატვრის 16 სურათი გამოუფენიათ მოსკოვში მხატვართა გამოფენაზე. მხატვარი ამ ჟამათ 50 წლისა ყოფილა, მისი ადრესია: სარდაფი „კარდენახი“, მოლოკნების ქუჩა #23“, - გაზეთი „თემი“, 1913 წ.
★ „ჩვენს ქუჩაზე სცხოვრობს ქოსა დალაქი („წვერცამეტა“) როსტევან გრიგორიჩი. ზედმეტი სიტყვების მოლაპარაკე, მამაშვილური დამრიგებელი, მუშტარგამშრალი ენთუზიასტი.
კლიენტების გადმოსაბირებლად მან გადასწყვიტა სახელოსნოს გამშვენიერება. დეკორატიულ პლანში თავისი პორტრეტიც შეიტანა და მეთუნუქე სარქისას შუამავლობით ჩვენს უცნობ მხატვარს შეუკვეთა.
წვერცამეტამ მალე სურათი ჩაიბარა, მაგრამ მხატვარს შარი მოუდო, არა მგავსო და მისი ჰონორარი „შეიტყაპუნა“, რაზედაც სარქისამ საბრალოდ გალახა. შეწუხებული მხატვარი კი ორივეს აშველებდა. ეს უცნობი მხატვარი ჩვენი ეზოდან მალე გადიკარგა.
ჭინკას [მეჩექმე] სიტყვით, თურმე ფიროსმანაშვილი ყოფილა!“
[გოგლა ლეონიძის მოგონებებიდან...]