„ეშმაკი“ მებორნე მდინარე მტკვარზე |

ბორანი მდინარე მტკვარზე
★ „ქალაქის ბორანი, რომლითაც ხალხი გადი-გამოდის მტკვარზე მუხრანიანთ ხიდთან, ხანდისხან ეშმაკობს ხოლმე. 

მებორნე ჯერ გამოართმევს გადასაყვანს ფულსა და მერე შუა მტკვარში შეაყენებს ბორანსა და აღარც წინ მიდის, აღარც უკან.

მიზეზი ის არის, რომ ზოგმა ფული არ მომცა და მუქთად უნდათ გადასვლაო.

ატყდება ერთი კიჟინი, ვაი-ვაგლახი, ჩხუბი, მაგრამ მებორნე ფეხსაც არ იცვლის, მანამ მგზავრებს არ მოსწყინდებათ და რამდენსამე კაპიკს დამატებით არ მისცემენ.

ხშირად ორისა და სამის კაპიკის გულისათვის შეაყენებს ხოლმე ბორანსა. ურიგოს არ იზამდნენ, რომ ჭკუა ესწავლებინათ ამ ახირებულ მებორნესათვის.“


გიორგი ჭეიშვილი