ნიკო ფიროსმანაშვილი, „თამარ მეფე“ | ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით თუნუქზე |
★ „ფიურერმა თამარ მეფე საცირკედ გაჰხადა. იმის კლოუნს, ბატონ მაქსს, დაუწერია რაღაც სასაცილო ამბავი, დაურქმევია სახელად „თამარ მეფე“ ხალხის მისატყუებლად. თამარ დედოფლის სახელი ტფილისში არა მარტო ქართველობას, არამედ სომხობასაც დიდებულ სახელად მიაჩნია და საქართველოში ხომ ზოგან ხალხმა წმიდათა შორის ჩარიცხა და ეკლესიებიც აუგო იმის დაუვიწყარ ღვაწლის გამო.
დიდებული მეფე იყო თამარი და საქართველოს დიდებულნი დღენი გამოუვლია თამარის მეფობაში. თამარს პატივისცემით იხსენიებს ისტორია, იმის სახელს მოწიწებით იხსენიებდნენ და იმის წინ მუხლს იდრეკდნენ თვით თათრებიც კი, რომელნიც მტრად უყურებდნენ ყოველს ქრისტიანს და სძაგდათ ამ სარწმუნოების მიმდევარნი. მხედრობა, ვაჟკაცობა, განათლება, ზნეობის სიმაღლე, ლაზათიანი შექცევა და გართობა, უშველებელი სიმდირდრე, ყოველივე ესენი დაკავშირებული არიან თამარის ხსენებაზედ.
ფიურერის ხის ცირკის პროექტი,
1887 წ.
| პროექტის მიხედვით, ცირკი მდებარეობდა მადათოვის კუნძულზე | საქართველოს ეროვნული
არქივის ფოტო |
... გამოდის ვიღაცა კლუნი და გვიხატავს თამარ მეფის სასახლეს ... ბინძურ გომურად. თამარ მეფეს დააჭერინებს ეშმაკებს, აგდებს ჯოჯოხეთში... ეს კიდევ არაფერი, თამარ მეფე და იმისნი მხებელნი სანადიროდ მიდიან და ვირებზე-კი სხედან. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი, ღმერთი რომ კაცზედ განრისხდება ... წაართმევსო. ასეთი უწმინდური შეგინება წმინდა სახსოვრისა დანაშაულად უნდა ჩაეთვალოს თვით კლოუნსაც-კი, რომელსაც მაგდენი არა მოეთხოვება-რა საზოგადოდ“, - გაზეთი „ივერია“, 1888 წ.