ტფილისის ბუკინისტები - იაშკა |

ვანო ხოჯაბეგოვი - სულელი იაშკა [ბუკინისტი]
„ტფილისის ქუჩებში არა ერთხელ გენახვებათ სულით ავადმყოფი, სახელად იაშა, რომელიც განთიადიდგან შუაღამემდე ქუჩა-ქუჩა დატანტალებს ქოლგით, ჯოხით, ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ხელში.

ეს იაშა ხშირად მიჰვარდნია ქალებს და კოცნა დაუწყია. პოლიციამ იაშა არა ერთხელ შეიპყრო, მაგრამ მაინც ვერ დააშლევინეს ეს საქციელი.

ბუკინისტი იაშა აბრამოვი
პოლიციის ცდამ, რომ ქსენოსში გაეგზავნათ როგორმე ეს სულით ავადმყოფი, ამაოდ ჩაიარა, რადგანაც საავადმყოფოში ალაგი არ იყო. ეხლა-კი ქსენოსში სამის ავადმყოფის ალაგი განთავისუფლდა და კარგი იქნება, რომ ამ უბედურსაც აღმოუჩენდნენ თავ-შესაფარს.“

გიორგი ჭეიშვილი