ძველი ქართული რეკლამა, 1894 წ. |
★ „ტფილისში ერთი პატარა წრე შემდგარა და განზრახვა აქვსთ თურმე, რომ მეველოსიპედეთა საზოგადოება დააარსონ. ამათ უკვე გამოუწერიათ სამი ორ-თვალიანი ველოსიპედი და ეხლავე ეჩვევიან ზედ ჯდომასა და სიარულს. ჯერ-ჯერობით ადგილი არა აქვსთ ველოსიპედით სასიარულო ნაშოვნი.
ამ საზოგადოებას ექმნება თურმე ერთი სამ-თვალიანი და ერთიც ორ-თვალიანი ველოსიპედი საზოგადო სახმარებლად იმ წევრთათვის, რომელნიც ველოსიპედით სიარულს მიჩვეულნი არ არიან.
ასეთმა წევრმა ჯერ სამ-თვალიანზე უნდა იაროს, შემდეგ ორ-თვალიანზე და როცა ამ საქმეში კარგად გაიწურთნება, მაშინ თავისთვის თითონვე უნდა გამოიწეროს ველოსიპედი და სამუდამოდ იქონიოს.
საზოგადოებას განზრახვა აქვს საზამთროდ ადგილი იშოვნოს, შეასწოროს და შემოჰღობოს.“
[წყარო - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I, 1889 წ.]
***
როგორც ჩანს, მეველოსიპედეთა საზოგადოებას უშოვნია, შეუსწორებია და შემოუღობია ადგილი, რომელიც ვერის ხიდთან მდებარეობდა.
1896 წლის „ივერიაში“ ვკითხულობთ:
★ „გუშინ-წინ, 4 აპრილს, ტფილისის მეველოსიპედეთა საზოგადოების მოედნიდამ, რომელიც ვერის ხიდთან იმყოფება, ქ-ნი ოლგა დრევინცკაია ჰაეროსტატით კარგა დიდს სიმაღლეზე, ზედმიწევნით ასე 250 საჟენზედ, შესცურდა ჰაერში და შემდეგ ჰაერში საფრენ ქოლგით დაეშვა ძირს, სატივოზე; აქ იგი მუხლებამდის წყალში ჩავარდა.“
[წყარო - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III, 1896 წ.]
ძველი ქართული რეკლამა, 1897 წ. |
ძველი ქართული რეკლამა, 1904 წ. |
„ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორას აზრადა აქვს თურმე საცდელად რამდენიმე ველოსიპედი შეიძინოს და ფოსტალიონებს დაურიგოს, რათა ველოსიპედის შემწეობით მათ უფრო ჩქარა შეეძლოთ წერილების დატარება.“
[წყარო - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III, 1900 წ.]