ნავთის ხმარებას ხალხი ისე ერიდებოდა, როგორათაც ეხლა ჩვენ ბენზინს ვერიდებით და გვეშინიან. თბილისში ნავთის ნაცვლად შემოღებული იყო ქონის ჭრაქები. რაკი დარბაზები ოთახებად გადაკეთდა, მერე შემოიღს ქონის სანთლები. ქონის სანთლის შემდეგ შემოიღეს კარტოფილის სანთელი.
1880 წლიდან ნელ-ნელა ნავთი ხმარებაში ჩავარდა, მაგრამ სიძვირე ყველას ხელს უშლიდა. 1882 წელს რკინის გზა ბაქომდისინ მივიდა და კიდეც ყველგან გაამსო ნავთით. კიდეც შემოიღეს ოჯახებში ნავთის ხმარება.
რაკი ხალხი მიეჩვია, მაშინ სიიაფეს და სიძვირეს ნიშნეულობა აღარ ჰქონდა. ლამპები შემოიღეს და ნავთი ყველგან ხმარებაში ჩააგდეს...“
📖 კარაპეტ გრიგორიანცი - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“