„ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. მხატვარი იური სერგეევიჩ სუდეიკინ რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა „ქიმერიონი“ დაარქვეს. სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით...“ - გრიგოლ რობაქიძე - ფანტასტიკური ქალაქი |
★ „კვირას, 28 დეკემბერს, საღამოს, ქართველ ლიტერატორთა და მხატვართა კლუბი - „ქიმერიონი“ გაიხსნა.
„ქიმერიონი“, სარეკლამო განცხადება, 1920 წ. |
კლუბის ხელმძღვანელთა მიწვევით, გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: დიდი ბრიტანეთის კომისარი - ოლივერ უორდროპი; სამშვიდობო კონფერენციის კომისარი, პოლკოვნიკი გასკელი მეუღლითურთ; სხვა უცხოური მისიების წარმომადგენლები; საგარეო საქმეთა მინისტრის მეგობარი - ნ. ქარცივაძე; დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მეგობარი - თაყაიშვილი; ქალაქის თავი; მხატვარი სუდეიკინი; ნ. ევრეინოვი; ნ. დ. სოკოლოვი; ოვანეს თუმანიანი; დამფუძნებელი კრების წევრები; გამომცემლობის წარმომადგენლები და სხვები. ბანკეტს ხელმძღვანელობდა ბ. გ. ჩხიკვიშვილი.
წარმოითქვა ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალი სადღეგრძელო.
განსაკუთრებით გულმხურვალედ შეხვდნენ სუდეიკინის, ევრეინოვის, სოკოლოვისა და ოვანეს თუმანიანის სადღეგრძელოებს.
ბანკეტმა ძალიან მხიარულად ჩაიარა.“
[გაზეთი „Борьба“, 1919 წ.]