„შენ მზადა ხარ ანჩისხატისათვის” |


„ანჩისხატის ტაძარში მოდიოდნენ და ახლაც მოდიან აღდგომის შემდგომ პირველ კვირა დღეს სადღესასწაულოდ მორთული ახალგაზრდა გასათხოვარი ქალიშვილები. ახალგაზრდა გოგონას თბილისშიც კი ჩვეულებრივ ასე ეუბნებიან:

„შენ მზადა ხარ ანჩისხატისათვის, საჭიროა, რომ ანჩის ხატში გამოჩნდე“.

ეს სიტყვა ქათინაურად ითვლება.


ამით იმის თქმა სურთ, რომ ეს გოგონა მოხიბლავს ანჩისხატის დღესასწაულზე მოსულ ხალხს, იგივე ფრაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დაცინვა. როცა უნდათ დაამცირონ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შინაურების წრეში ბევრს იპრანჭება, ასე ამბობენ:

„აქ კი ძალიან კარგია, მაგრამ ასეთივე იქნება „ანჩისხატში?!”

გიორგი ჭეიშვილი