მკვლელი დამალულა და ჯერაც ვერ მოუნახავთ. რამდენიმე დაჭრილობა აქვს თურმე ზოგი სახეზე, ზოგი მუცელზე და თავში. მოკლულის გვამი კლინიკაში წაიღეს, ექიმებმა უნდა შეამოწმონ.
კოდელი ნინო თითქმის მთელ საქართველოში განთქმული იყო მკითხაობით და მაჭანკლობით. ზოგიერთი გასათხოვარი ქალები და სასიძო ვაჟები, უეჭველია, ძალიან ინანებენ ამ საბრალო ქალის მოკვლას...“
[...]
★ „ჩვენს გაზეთში იყო ამას წინათ გამოცხადებული თფილისის გამოჩენილი მკითხავის კოდელი ნინოს მოკვლა.
ახლა გვაცნობებენ, რომ ეს ამბავი ტყუილი ყოფილა: კოდელი ნინო არც მოუკლავთ, არც დაუჭრიათ, იმას ბრჩხილიც არ ასტკივნიაო, შვიდობით არის და ძველებურად, ხელოვნურად ასრულებს თავის წარჩინებულ ხელობას - მკითხაობასაო“.
[გაზეთი „დროება“, 1879 წ.]