ტფილისური ლეგენდა - მგელკაცის ჩამოხრჩობა |


[ნაწყვეტი კარაპეტ გრიგორიანცის ნაწარმოებიდან - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“]

★ „ძველი კაცების გადმოცემით, მამა ანტონის ტყეში, საიდგანაც გადმოვარდნილა ერთი ერთგვარი საშინელი და საზარელი მხეცი, რომელსაც ქვიან მგელ-კაცი.

ეს წყეული მხეცი როდესაც გზაზე მიმოვალ მგზავრს დაინახავდა, ტყიდან ქარის უმალესად გაექანებოდა, ეცემოდა, მკერთს გაუხევდა, მერე ღვიძლს იღებდა და სჭამდა. ამბობენ, ისეთი შიშის ზარი ეცათ გლეხობას, რომ გზათ წასვლას ვეღარ ბედავდნენ.

ჯერ დღესაც ვერც ერთ სწავლულს ვერ ესმის, თუ ამგვარი საზარელი მხეცი რომელ კუთხიდან უნდა იყოს საქართველოში გადმოვარდნილი, თუ შავი ზღვის ნაპირებიდან ყოფილიყო, რატომ აქამდისინ იმ არე მარეზე ერთ ვისმეს არ შეხვდა. თუ იალბუზის იქით დაღისტნის მხრიდან იყო, რატომ ამისი მგზავსი ამბავი ვერ შევიტყეთ.
ერთი სიტყვით, ევროპიელი მოგზაურებიც-კი გაოცებულნი არიან თურმე, თუ კავკასიაში ასეთი იშვიათი ადამიანის მავნებელი მხეცი საიდან გადმაიხვეწა.
ბოლოს ვარანცოვი გულმოდგინეთ შესდგომია ამ საქმეს და ერთი უზარმაზარი რკინის გალია გაუგზავნია იმ ტყეში ჯარის დახმარებით, იმ გვარათ ყოფილა მოწყობილი, რომ მგელკაცი გალიაში შესულა თუ არა, კარები თავისთავათ დაკეტილა, შემდეგ ჩამოუტანიათ ქალაქში და ბატანიკურ ბაღში ჩამოუხჩვიათ“.

გიორგი ჭეიშვილი