★ ესე ამბავი თფილისელი მუზიკანტებისა, მეჭიანურე ჭიპრო იოანესი, კარგი ცეკვა-სიმღერის მცოდნე ქალის - ტასიკოსი და მათის „ანტრეპრიონერის“ - უ. მ. ბეთანელისა... [1876 წ.]
24 მარტი, 1876 წ.
![]() |
იოანე მეჭიანურე, დიმიტრი ერმაკოვის ფოტო - კავკასიელი მუსიკოსები საკრავებით, [დეტალი] |
ამ ტრუპპამ, როგორც ამბობენ, გზაზედ სტამბოლს, პარიჟს და სხვ. ქალაქებში რამდენიმე კონცერტი უნდა გამართოსო.
როგორ მოგწონთ ეს ამბავი?!“
14 აპრილი, 1876 წ.
7 მაისი, 1876 წ.
ხსენებულ ქალაქებში უფ. ბეთანელი კონცერტების გამართვას აპირებს.“
11 ივნისი, 1876 წ.
11 აგვისტო, 1876 წ.
მოგეხსენებათ, რა საიდუმლოებით წავიდნენ აქედამ ამ სამი თვის წინათ, შემდეგ რა ბაქი-ბუქითა და ამბით მისცეს სტამბოლში კონცერტი! ვენაში სამსახროთ აიგდეს და შემდეგ მონპელიეში და სხვა ქალაქებში საქმე იქამდინ მივიდა თურმე, რომ კინაღამ ცემით გამოჰყარეს თეატრიდამ.
თვითონ უფ. მ. ბეთანელი გამოდიოდა თურმე სცენაზე, ჩერქეზულ ტანისამოსში და ჩუსტებში ჩაცმული, ლეკურს თამაშობდა, მაგრამ არც ამან უშველა-რაო.
ბოლოს ანტრეპრიონერმა გადასწყვიტა, რომ ამისთანა საქმით ამერიკაში მე ფულს ვერ მოვიგებო და მარსელიდამ გამოისტუმრა (ამბობენ, მიატოვაო) თავის მშვენიერი ქართველი ქალი ტასიკო და ორი სხვა დამკრავები.
ახლა, როგორც მოგახსენეთ, აქ ჩამოვიდნენ, ვიღაც სომხის ვაჭრების წყალობით, და როგორც ამბობენ, კბილების დაუკრაჭუნებლად ვერ მოგიონებენ თავიანთ ანტრეპრიონერს...“
[გაზეთი „დროება“, 1876 წ.]